საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ონლაინ გამოცემა „GORDON“-თან ინტერვიუში თავის ქალიშვილებზე ელის მარია სააკაშვილსა და ჟასმინ იასკოზე პირველად ისაუბრა. ალისკა საქართველოში, დედასთან, მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად ცხოვრობს, ჟასმინი კი უკრაინაში, რომელსაც ასევე დედა რადას დეპუტატი ელიზავეტა იასკო ზრდის.
“უფროსი ოთხი წლის ქალიშვილი ალისიაა. ის არის ქართული ინტერნეტის ვარსკვლავი, ფლობს სამ ენას”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
უფროსს ქალიშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ გოგონა ძალიან მხიარულად იზრდება.
“ის ყოველთვის იცავს თავის უფლებებს და ებრძვის უსამართლობას. ძალიან, ძალიან ჭკვიანია”, – ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა.
57 წლის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ ძალიან აწუხებს უმცროსი ქალიშვილს, ჟასმინის ბედი, რომელიც დედასთან ერთად კიევში ცხოვრობს.
“ჩემი უმცროსი ქალიშვილი, ჟასმინკა, ცხოვრობს კიევში, მაღალსართულიან კორპუსში. გავიგე, რომ როდესაც საჰაერო თავდასხმის განგაშია, სამწუხაროდ, ის და მისი დედა, ისევე როგორც უკრაინელების უმეტესობა, არ ჩადიან ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარში. ისინი ამას მიჩვეულები არიან. მე ძალიან ვღელავ და ვღელავ ამის გამო”, – თქვა მან უკრაინულად.
გოგონას დედა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი “ხალხის მსახურის” პარტიიდან ელიზავეტა იასკოა. მან პირველად ისაუბრა ბავშვზე 2023 წლის 1 ივნისს. მაშინ იასკომ უკრაინელებს ბავშვთა დაცვის დღეს მიულოცა და აღნიშნა, რომ ომის დროს ძალიან რთულია ახალი ადამიანის დაბადება და აღზრდა. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთ რთულ დროს პირველი შვილი ჰყოლოდა. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). სააკაშვილი უმცროსი ქალიშვილის გამო წუხს, რომელიც კიევში დედასთან იზრდება – რას ჰყვება ექსპრეზიდენტი ქალიშვილებზე უკრაინულ გამოცემასთან. 24 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სააკაშვილი-უმცროსი-ქალიშ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
