საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 21 იანვრიდან 21 თებერვლამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება – 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე.
მათივე ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.
დეპარტამენტში ამბობენ, რომ შეზღუდვის მიზეზი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). გაფრთხილება მძღოლებს! ამ მიმართულებით, 21 თებერვლამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება. 22 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გაფრთხილება-მძღოლებს-ამ/
