სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისითბილისში, უძრავი ქონების გაყიდვებში ახალგაზრდების წილი იზრდება - "მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია დასრულდა"

თბილისში, უძრავი ქონების გაყიდვებში ახალგაზრდების წილი იზრდება – “მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია დასრულდა”

დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვებში ახალგაზრდების წილი იზრდება. ქვეყანაში მრავალსულიანი ოჯახების ტრადიცია, ფაქტობრივად, დასრულდა“, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ზუკა თავყელიშვილმა – Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას ორ ძირითადი ფაქტორი განაპირობებს.

„პირველი არის – საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს და მეორე – საინვესტიციო შენაძენია, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს“, – აღნიშნა Galt & Taggart-ის ასოცირებულმა მკვლევარმა.

ზუკა თავყელიშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენზე ამახვილებს და ამ კუთხით, ახალგაზრდების როლს გამოყოფს.

„თანამედროვე ახალგაზრდა წყვილები  წინა თაობებზე გაცილებით მეტად ცდილობენ, შექმნან საკუთარი გარემო, ამისთვის მათ მეტი ფინანსური შესაძლებლობები და შეთავაზებებიც აქვთ, ვიდრე ეს წინამორბედების შემთხვევაში ხდებოდა. მაგალითისთვის, ახალგაზრდებს საკუთარი ბინის შეძენაში ხელს უწყობს სხვადასხვა ბანკების შეთავაზებები და იპოთეკური სესხების აღების შესაძლებლობება. ეს ერთგვარი მოტივატორია უძრავი ქონების ბაზრისთვისაც. გარდა ამისა, საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენზე საუბრისას, შეიძლება გამოიყოს სტუდენტების კატეგორიაც, რომლებიც დედაქალაქში სასწავლებლად რეგიონებიდან ჩამოდიან და ცდილობენ, რომ თბილისში საცხოვრებელი ფართები შეიძინონ“, – ამბობს ზუკა თავყელიშვილი.

მისიე თქმით,  საბოლოო ჯამში, ოჯახის საშუალო ზომის შემცირება და ურბანიზაციის ზრდა თბილისში წლიურად, დაახლოებით, 10 000 ბინაზე ქმნის მოთხოვნას.

რაც შეეხება ზოგად ტენდენციებს ამ ბაზარზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების მდგრადობის ანალიზი ჩაატარა, სადაც მიუთითებს, რომ 2025 წელს უძრავი ქონების ბაზარზე როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების მხარეს გარკვეული შენელება შეინიშნება, უძრავი ქონების იჯარის, ანუ ბინის ქირის ღირებულებაც პიკური მაჩვენებლიდან შემცირებულია და მისი ინდექსი ნორმალიზდა. ეროვნული ბანკის ანალიზში ვკითხულობთ იმასაც, რომ საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის აქტივობის 60 პროცენტი თბილისზე მოდის, სადაც მოთხოვნის ძირითად ნაწილს საქართველოს რეზიდენტები წარმოადგენენ. შესაბამისად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მაღალი საგარეო მოწყვლადობით არ ხასიათდება. რაც შეეხება ტრანზაქციების მიმართულებას, ასევე ეროვნული ბანკის მიხედვით, თბილისში ტრანზაქციების მცირედით, წლიურად 0.6 პროცენტით  ზრდა დაფიქსირდა, რაც ამ ბაზრის აქტივობის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე მიუთითებს. მსგავსი დინამიკა შეინიშნება ქვეყნის მასშტაბითაც. ფასები კი კვლავ ზრდას განაგრძობს, თუმცა წინა წლებთან შედარებით, ზრდის ტემპი შენელებულია.

  რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც რეზიუმეს ხელოვნური ინტელექტი ქმნის - ამა თუ იმ ვაკანსიაზე წარდგენილი სამი რეზიუმედან ორი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იქმნება

წყარო

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ sheniambebi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

 

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.