ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებიTikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა და ტრამპს მადლობა გადაუხადა

TikTok-ი აშშ-ში დაბრუნდა და ტრამპს მადლობა გადაუხადა

სოციალურმა ქსელმა TikTok-მა აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებლის მომსახურება განაახლა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ 90 დღით გადაავადებს TikTok-ის აკრძალვის ამოქმედებას.

19 იანვარს, ღამით, სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში TikTok-ი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მასთან ერთად იმუშავებს საკითხის გრძელვადიან მოგვარებაზე, რაც შესაძლებელს გახდის აშშ-ში TikTok-ის შენარჩუნებას.

იმ მიზეზით, რომ TikTok-ის მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance პეკინს აძლევს ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შესაძლებლობას, შეერთებული შტატების კონგრესმა 2024 წლის აპრილში კანონი მიიღო და ByteDance-ს მოსთხოვა, პლატფორმა ამერიკულ კომპანიას მიჰყიდოს.

ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც კანონი მომხმარებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა, TikTok-ის გაყიდვაზე უარი თქვა. აშშ-ში ამ სოციალური ქსელის ამკრძალავი კანონი 2025 წლის 19 იანვარს ამოქმედდა და TikTok-ი გაითიშა.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  „მიცვალებული გაიჭედა ლიფტში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეაკეთეს!!!
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი