ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა, რომელიც საქართველოს თბილისის მშრალი პორტის გახსნასთან დაკავშირებით ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.

ხაზი გაესვა მშრალი პორტის პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში, მათ შორის ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან შუა დერეფნის მეშვეობით გადაზიდული ტვირთებისთვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ, მშრალი პორტის პროექტთან ერთად, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის საინვესტიციო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიასთან, Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მხრიდან ინვესტორების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც მიმართული იქნება მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრს, აჰმედ ბინ ალი ალ საიეღს შეხვდა. 3 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ირაკლი-კობახიძე-არაბთა-გ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi