შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოლიეტუვაში სამეფო საგანძური აღმოაჩინეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადამალეს

ლიეტუვაში სამეფო საგანძური აღმოაჩინეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადამალეს

სამეფო საგანძური, რომელიც ვილნიუსის ერთ-ერთი ტაძრის სამალავში იპოვეს, მეორე მსოფლიო ომის დროს იყო დამალული და შუასაუკუნეების ევროპელ მმართველებს ეკუთვნოდა, – იუწყება CNN-ი.

სამეფო საგანძური მოიცავდა გვირგვინს, რომელიც ლიტვის დიდ მთავარს და მოგვიანებით პოლონეთის მეფეს, ალექსანდრე I იაგელონს (1461–1506 წწ.) ეკუთვნოდა. აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ოქროს ძეწკვი, მედალიონი, ბეჭდები, სკიპტრა და ა.შ.

ვილნიუსის მთავარეპისკოპოსის გინტარას გრუშასის თქმით, აღმოჩენილი ძვირფასეულობა, რომელიც ლიეტუვის და პოლონეთის მონარქებს ეკუთვნოდა ფასდაუდებელი ისტორიული საგანძურია.

სამომავლოდ იგეგმება 85 წლის წინ დამალული ნივთების რესტავრირება, რის შემდეგაც საზოგადოებას წარუდგენენ.

პირველად ეს ისტორიული საგანძური ტაძრის სამარხავში 1931 წელს აღმოაჩინეს, როდესაც წყალდიდობის შემდეგ დასუფთავების სამუშაოები ტარდებოდა. არტეფაქტები გაასუფთავეს და საზოგადოებას წარუდგინეს. 1939 წელს ისინი გაზეთებში შეახვიეს და გადამალეს. შემდეგ სამეფო საგანძური უკვე 2024 წლის სექტემბერში სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იპოვეს.

  დახურული აეროპორტები, გადაკეტილი მაგისტრალები და 10 გარდაცვლილი - დიდთოვლობისა და ქარიშხლის გამო, მექსიკის ყურე სტიქიური უბედურების ზონაა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი