სამეფო საგანძური, რომელიც ვილნიუსის ერთ-ერთი ტაძრის სამალავში იპოვეს, მეორე მსოფლიო ომის დროს იყო დამალული და შუასაუკუნეების ევროპელ მმართველებს ეკუთვნოდა, – იუწყება CNN-ი.
სამეფო საგანძური მოიცავდა გვირგვინს, რომელიც ლიტვის დიდ მთავარს და მოგვიანებით პოლონეთის მეფეს, ალექსანდრე I იაგელონს (1461–1506 წწ.) ეკუთვნოდა. აღმოჩენილ ნივთებს შორისაა ოქროს ძეწკვი, მედალიონი, ბეჭდები, სკიპტრა და ა.შ.
ვილნიუსის მთავარეპისკოპოსის გინტარას გრუშასის თქმით, აღმოჩენილი ძვირფასეულობა, რომელიც ლიეტუვის და პოლონეთის მონარქებს ეკუთვნოდა ფასდაუდებელი ისტორიული საგანძურია.
სამომავლოდ იგეგმება 85 წლის წინ დამალული ნივთების რესტავრირება, რის შემდეგაც საზოგადოებას წარუდგენენ.
პირველად ეს ისტორიული საგანძური ტაძრის სამარხავში 1931 წელს აღმოაჩინეს, როდესაც წყალდიდობის შემდეგ დასუფთავების სამუშაოები ტარდებოდა. არტეფაქტები გაასუფთავეს და საზოგადოებას წარუდგინეს. 1939 წელს ისინი გაზეთებში შეახვიეს და გადამალეს. შემდეგ სამეფო საგანძური უკვე 2024 წლის სექტემბერში სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იპოვეს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). ლიეტუვაში სამეფო საგანძური აღმოაჩინეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გადამალეს. 10 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ლიეტუვაში-სამეფო-საგანძუ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ფინანსები / ბანკი / დაზღვევა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-22T14:00:19+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
