ზელენსკი: უკრაინაში ომის 2025 წელს დასრულდება ჩვენს ხელშია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მის ქვეყანაში ომი 2025 წელს დასრულდეს.

„ვფიქრობ, ომის 2025 წელს დასრულება ჩვენს ხელშია“, – განაცხადა ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტ ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში.

როგორც ზელენსკიმ დასძინა, ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების წელსვე ქვეყანაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„ჩვენ გვსურს არჩევნები, რომელსაც ვენდობით. 8,5 მილიონი ადამიანი საზღვარგარეთ წავიდა. მილიონობით ადამიანისთვის კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. მილიონობით ადამიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს. მე არ ვსაუბრობ 2014 წლის ოკუპაციაზე. მე ვსაუბრობ ოკუპაციაზე, რომელიც ახლა ხდება. ამ ხალხს რა ვუყოთ? ეს ძალიან რთული საკითხია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ზელენსკის თქმით, ახალი არჩევნების ჩატარება მილიონობით ჯარისკაცის გარეშე სამართლიანი არ იქნებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ზელენსკი: უკრაინაში ომის 2025 წელს დასრულდება ჩვენს ხელშია. 6 იანვარი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ზელენსკი-უკრაინაში-ომის-2025/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi