ცნობილია მეტროში დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მეტროში დაღუპული ახალგაზრდა ლაშა ამირეზაშვილია. ის ადრე ფოტოგრაფი იყო.

30 წლის ბიჭი გუშინ მეტროში ჩააგდეს, რა დროსაც მას მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

„საცოდავი ბიჭი, წამებში გამოასალმა სიცოცხლეს… მატარებელი შემოდიოდა ბაქანზე, როდესაც მოულოდნელად ეცა და ხელი ჰკრა“.

„საზარელი ამბავი მოხდა, ასეთ სიკვდილს არავის ვუსურვებ. თვალებიდან არ ამომდის ეს საშინელება“, – წერენ თვითმხილველები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული, ახალგაზრდა კაცი, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ცნობილია მეტროში დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა. 11 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ცნობილია-მეტროში-დაღუპულ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi