ძლიერი ქარიშხლის შედეგად ბრაზილიაში რვა ადამიანი დაიღუპა, — ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სტიქიის გამო მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალმა ასევე შექმნა წყალმომარაგების პრობლემებიც. ქარიშხლის სიჩქარე 100 კმ/სთ იყო და ძირითადად ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი მოიცვა.
სტიქიას დედაქალაქში, ერთი ჯარისკაციც ემსხვერპლა. ასევე, მედიის ცნობით, ბრაზილიელ დეპუტატებს კონგრესის ქვედა პალატაში ყოფნის დროს ქოლგების გამოყენება დასჭირდათ, რადგან შენობის სახურავიდან წყალმა გაჟონა.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ბრაზილიაში ძლიერ ქარიშხალს ებრძვიან – არის მსხვერპლი. 14 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბრაზილიაში-ძლიერ-ქარიშხა/
