პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოკვამლისა და ფერფლის 3 კილომეტრის სიმაღლის ღრუბელი კუნძულ ნეგროსზე - ფილიპინებზე ვულკანი...

კვამლისა და ფერფლის 3 კილომეტრის სიმაღლის ღრუბელი კუნძულ ნეგროსზე – ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა, მოსახლეობა სახლებს ტოვებს

ფილიპინებზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, მიმდებარე სოფლები ცხელი ფერფლის სქელი ფენით დაიფარა, რის გამოც მოსახლეობა სახლებს ტოვებს და გარბის. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ ნეგროსზე, კანლაონის მთაზე მოხდა. ამოფრქვევის შედეგად, კვამლის და ფერფლის ღრუბელი 3 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ფერფლმა პრობლემები შექმნა სხვადასხვა ქალაქებში, შეზღუდულია ხილვადობა, რის გამოც ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვისა და კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექნათ.

კანლაონის მერის განცხადებით, “ვულკანის ამოფრქვევა ქვემეხის გავარდნის მსგავსი ხმა ჰქონდა”.

  ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინ „გენდერის“ ნაცვლად, ტერმინი „სქესი“ იქნება გამოყენებული
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი