„გლობალმედის“ დირექტორი აცხადებს, რომ ნგრევის შედეგად დაშავებული პაციენტი ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

„გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორი სოფიო ბაბუციძე აცხადებს, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საყურადღებო.

მისი თქმით, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, უგრძელდება შესაბამისი ინტენსიური მკურნალობა და მეთვალყურეობა, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ.

„საბედნიეროდ, მისი დაზიანება ამჟამად ქორურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, კონტაქტური და ადეკვატურია. პაციენტს აქვს ქალა-სარქვლის მოტეხილობა, თხემის ძვლის მოტეხილობა. იხსენებს გუშინდელ ფაქტებს ძალიან მძიმედ, კონტაქტურია, ადეკვატურია, ნევროლოგია აბსოლუტურად შენახულია, უგრძელდება ინტენსიური მკურნალობა და მოვლა“, – განაცხადა სოფიო ბაბუცაძემ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). „გლობალმედის“ დირექტორი აცხადებს, რომ ნგრევის შედეგად დაშავებული პაციენტი ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. 15 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/გლობალმედის-დირექტორი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi