კვამლისა და ფერფლის 3 კილომეტრის სიმაღლის ღრუბელი კუნძულ ნეგროსზე – ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა, მოსახლეობა სახლებს ტოვებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ფილიპინებზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, მიმდებარე სოფლები ცხელი ფერფლის სქელი ფენით დაიფარა, რის გამოც მოსახლეობა სახლებს ტოვებს და გარბის. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ ნეგროსზე, კანლაონის მთაზე მოხდა. ამოფრქვევის შედეგად, კვამლის და ფერფლის ღრუბელი 3 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა. დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ფერფლმა პრობლემები შექმნა სხვადასხვა ქალაქებში, შეზღუდულია ხილვადობა, რის გამოც ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სკოლების დახურვისა და კომენდანტის საათის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, მოქალაქეებს ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექნათ.

კანლაონის მერის განცხადებით, “ვულკანის ამოფრქვევა ქვემეხის გავარდნის მსგავსი ხმა ჰქონდა”.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კვამლისა და ფერფლის 3 კილომეტრის სიმაღლის ღრუბელი კუნძულ ნეგროსზე – ფილიპინებზე ვულკანი ამოიფრქვა, მოსახლეობა სახლებს ტოვებს. 10 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კვამლისა-და-ფერფლის-3-კილო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi