მძიმე ავარია თურქეთში – არიან დაღუპულები და დაშავებულები

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

თურქეთში, ვან-ერჯინის ავტომაგისტრალზე მომხდარი მასობრივი ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც, დაახლოებით, 30 ავტომობილი მონაწილეობდა 2 სხვადასხვა ადგილას მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ნისლი და გზის საფარის მოყინვა გახდა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ავტომაგისტრალი ჩაიკეტა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). მძიმე ავარია თურქეთში – არიან დაღუპულები და დაშავებულები. 10 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მძიმე-ავარია-თურქეთში-არ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi