პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალშია

ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალშია

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) მეოთხედფინალში ჩილელი ერერა დაამარცხა და შეჯიბრების ნახევარფინალში გავიდა. ფინალური საგზურისთვის ზურაბიანის მეტოქე ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იქნება.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე შვიდი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

  „კახური სიდინჯე და ბრაზილიური ცეცხლი ერთად“, „ბუდუ მაგრად იქნევ გვერდებს“, „გადარეული ბიჭები“ – გიორგი ქოჩორაშვილის, მისი რჩეულის, ბუდუ ზივზივაძისა და ოთარ კაკაბაძის ენერგიული ცეკვა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი