მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

8 ივნისს ნიუ ჯერსიში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, სადაც მერაბ დვალიშვილი მეორე ადგილზეა.

დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.

რეიტინგში მეორე ადგილი დვალიშვილის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ახლა მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალო წონის ქამრისთვის იბრძოლებს.

გაერთიანებულ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ილია თოფურიამ, ადრე ის მესამე იყო, თუმცა 29 ივნისს მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რეიტინგში კვლავ დაწინაურდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):

  1. ისლამ მახაჩევი (რუსეთი)
  2. მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
  3. ჯონ ჯონსი (აშშ)
  4. ილია თოფურია (საქართველო)
  5. დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
  6. მაგომედ ანკალაევი (რუსეთი)
  7. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
  8. ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
  9. ალექს პერეირა (ბრაზილია)
  10. ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
  11. ტომ ასპინალი (ინგლისი)
  12. მაქს ჰოლოუეი (აშშ)
  13. ბელალ მუჰამედი (აშშ)
  14. ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)
  15. არმან ცარუკიანი (სომხეთი)
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. 10 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მერაბ-დვალიშვილმა-ufc-ის-ყვე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi