ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალშია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პარაძიუდოს ტურნირზე ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ. კატეგორია J2) მეოთხედფინალში ჩილელი ერერა დაამარცხა და შეჯიბრების ნახევარფინალში გავიდა. ფინალური საგზურისთვის ზურაბიანის მეტოქე ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იქნება.

წინასწარი შეხვედრები 12:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე შვიდი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრა) გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი დაეუფლნენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ნახევარფინალშია. 5 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ზურაბ-ზურაბიანი-პარიზის/

  "მადლობა არავინ გადამიხადოს, რადგან იმას ვამბობ, რაც ყველა ქართველმა უნდა თქვას" - ზივზივაძე "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi