გარდაიცვალა უგანდელი ოლიმპიელი რებეკა ჩეპტეგი, რომელსაც ყოფილმა ბოიფრენდმა ბენზინი გადაასახა და ცეცხლი წაუკიდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

უგანდაში პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე რებეკა ჩეპტეგი გარდაიცვალა.

BBC-ს ცნობით, 33 წლის სპორტსმენს ყოფილი შეყვარებული კვირას დაესხა თავს, როდესაც ქალი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა. კაცმა მას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ექიმები ჩეპტეგის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ამ დრომდე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება თვითონ თავდამსხმელიც, რომელსაც გაცილებით მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეპტეგის ყოფილ პარტნიორთან დავა მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩეპტეგიმ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). გარდაიცვალა უგანდელი ოლიმპიელი რებეკა ჩეპტეგი, რომელსაც ყოფილმა ბოიფრენდმა ბენზინი გადაასახა და ცეცხლი წაუკიდა. 5 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/გარდაიცვალა-უგანდელი-ოლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi