ნორვეგიის პრინცესა ამერიკელ შამანზე დაქორწინდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ნორვეგიაში ქვეყნის მეფის, ჰარალდ მეხუთისა და დედოფალ სონიას უფროსი ქალიშვილის, მართა ლუიზას ქორწილი გაიმართა.

52 წლის პრინცესა თავის 49 წლის რჩეულზე – კალიფორნიის მკვიდრ დურეკ ვერეტზე დაქორწინდა, რომელიც ამტკიცებს, რომ შამანია.

წყვილმა ცერემონიის გადაღების ექსკლუზიური უფლება ბრიტანულ ჟურნალ Hello-ს მისცა, რომლის ინფორმაციითაც, ქორწილს 350 სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც პატარძლის ოჯახის წევრები, ასევე შვედეთისა და ნიდერლანდების სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, ინფლუენსერები და ნორვეგიის ცნობილი სახეები.

საზეიმო ღონისძიება საკურორტო ქალაქ გეირანგერში გაიმართა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ ფიორდზე მდებარეობს. ქორწილის ვიდეოგადაღების უფლება კი Netflix-მა მოიპოვა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ნორვეგიის პრინცესა ამერიკელ შამანზე დაქორწინდა. 3 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნორვეგიის-პრინცესა-ამერი/

  საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო - ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi