დაკავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანია – საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
დაკავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანია - საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ტელეკომპანია BFMTV-ი ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა, რომ დაკავებულთაგან დაახლოებით ორი მესამედი პატიმრობაში რჩება და ისინი ძირითადად სახელმწიფო ქონების დაზიანებისა და სამართალდამცავებზე ძალადობის გამო დააკავეს.

საფრანგეთის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციების დროს განათლების სისტემაში დასაქმებული, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. აქციების მიმდინარეობისას 48 სამართალდამცავი დაშავდა და დაკავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანია.

საფრანგეთში მოსწავლეები სკოლებთან საპროტესტო აქციებს უკვე ერთი კვირაა მართავენ. სამშაბათს მოსწავლეებმა სკოლების შესასვლელები გადაკეტეს. პოლიციამ მოსწავლეებთან დაპირისპირებისას ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საფრანგეთის მასშტაბით მოსწავლეები სკოლების დაფინანსების ნაკლებობას, მასწავლებლების დეფიციტსა და სასწავლო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დაკავებულთა უმეტესობა არასრულწლოვანია – საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დაკავებულთა-უმეტესობა-არ/

  Variety: ჯონი დეპმა შესაძლოა „ოსტატის და მარგარიტას“ ეკრანიზაციაში ითამაშოს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi