ჩინელმა ბლოგერმა თავისი კატებისთვის ნამდვილი მეტრო ააშენა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩინელმა ბლოგერმა და ინჟინერმა, სინ ჩჟილეიმ, თავისი კატებისთვის მოქმედი, პატარა მეტრო ააშენა.

TechEBlog-ის ინფორმაციით, მინი-მეტროში არის გვირაბები, მოქმედი ესკალატორი, სადგური და მატარებელი. კატების მეტროზე ინჟინერი ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა. იდეა კი მას გამომწერებმა მიაწოდეს.

მეტროს გარდა, ჩჟილეიმ თავისი შინაური ცხოველებისთვის (მას ასევე ჰყავს ზაზუნა და შიბა ინუ) სხვა რთული კონსტრუქციებიც შექმნა და თანდათანობით მათთვის ცალკე, შემცირებული სამყარო ააშენა.

ბლოგერმა თავისი ცხოველებისთვის შექმნა სახლები, ბანკი, კინოთეატრი, სუპერმარკეტი და სხვა პროექტები.

გარდა ამისა, ჩჟილეი საქველმოქმედო პროექტებითაც არის დაკავებული – ის უსახლკარო კატებისთვის თბილ სახლებს აშენებს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ჩინელმა ბლოგერმა თავისი კატებისთვის ნამდვილი მეტრო ააშენა. 25 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩინელმა-ბლოგერმა-თავისი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi