პედიატრი თემურ მიქელაძე აცხადებს, რომ ბავშვებში ბოლო პერიოდში გახშირდა ფსიქოგენური ცხელების შემთხვევები, რომლის გამომწვევ მიზეზად, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეკრანზე დამოკიდებულება და გაჯეტების ჭარბი გამოყენება სახელდება.
ამის შესახებ ექიმმა გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
თემურ მიქელაძის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის მდგომარეობა იმდენად რთულდება, რომ სხეულის ტემპერატურა 40 გრადუსამდეც კი იმატებს.
პედიატრის თქმით, ასეთ დროს მშობელმა განსაკუთრებით უნდა გააკონტროლოს ბავშვის მდგომარეობა და ტემპერატურა სწორად გაზომოს.
ექიმი რეკომენდაციას იძლევა, ტემპერატურის გასაზომად გამოყენებული იყოს ელექტროთერმომეტრი და არა ვერცხლისწყლის თერმომეტრი.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ფსიქოგენური ცხელების შემთხვევები – ბავშვებში მაღალ ტემპერატურას, შესაძლოა, გაჯეტები იწვევდეს. 1 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ფსიქოგენური-ცხელების-შემ/
