“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის დასკვნაში მითითებულია, რომ კონსტრუქციაზე მრავლად შეინიშნება მნიშვნელოვანი დაზიანება-დეფექტები. ასევე, აღნიშნულია, რომ მშენებლობის პროცესშივე არასწორად და არასრულყოფილად მოეწყო წყალმომცილებელი სისტემა, სავალი ნაწილი, მოაჯირები, კიბეები და სხვა დეტალები.
ამასთან, დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია და საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც ფაქტობრივად, ნაგებობის სრულ დემონტაჟს და ახლის მშენებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ მერიაში.
Sheni Network
ხიდის მიმდებარედ ქვეითთა გადასასვლელი და შუქნიშნები გაკეთდა.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. იუსტიციის ხიდის დემონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi
