2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი. 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202.3 ათასი ადამიანი. ამის შესახებ მონაცემებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოში ყოველი მესამე არასრულწლოვანი (264,705) საარსებო შემწეობას იღებს. 2014 წლიდან საქართველოში მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ყოველ მე-3 და შემდეგ ახალშობილზე 2 წელი გათვალისწინებულია 150-200 ლარის დახმარება.

როგორც IDFI-ში აღნიშნავენ, ევროკავშირის ქვეყნებში გათვალისწინებულია ბავშვის/ოჯახის ერთჯერადი და გრძელვადიანი სოლიდური ფინანსური დახმარებები. მაგალითად, გერმანიაში თითოეული ბავშვი 18 წლამდე დახმარების სახით ყოველთვიურად იღებს 250 ევროს.

QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). 2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობას ყოველწლიურად გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს. 17 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/შობადობა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-29T19:03:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
