საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთების შეძენა მხოლოდ ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი და მათ რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთების ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 7 სექტემბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. 15 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბილეთები/
