რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის 33 დრონი და ორი უპილოტო კატერი გაანადგურეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის რეგიონებში 33 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, შავ ზღვაში კი – ყირიმისკენ მიმავალი ორი უეკიპაჟო კატერი გაანადგურა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული ღამის განმავლობაში შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 14 დრონი ვორონეჟის ოლქში ჩამოაგდეს, 7 – ბელგოროდის ოლქში, ერთი კი – ყირიმში.

„გარდა ამისა, შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის ეკიპაჟებმა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიმავალი ორი უკრაინული უეკიპაჟო კატერი გაანადგურეს“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის 33 დრონი და ორი უპილოტო კატერი გაანადგურეს. 6 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რუსეთის-შეიარაღებულმა-ძა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi