ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოტრაგედია თურქეთში - ავტობუსში მყოფი 9 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა

ტრაგედია თურქეთში – ავტობუსში მყოფი 9 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა

თურქეთში, ანკარაში, სამგზავრო ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ვარაუდობენ, რომ ანკარა-ესქიშეჰირის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მძღოლის ჩაძინებაა. ანკარის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.

მისი განმარტებით, მძღოლის ჩაძინების ვარაუდს ამყარებს ის, რომ გზაზე დამუხრუჭების კვალი არაა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

  19 წლის გოგონა, რომელიც კლუბში შეუძლოდ გახდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი