რამდენიმე დღის წინ მსოფლიო შეძრა ლტოლვილი გოგონას მარგარიტა რაზაზის მკვლელობის საქმემ, რომელმაც ომის დროს დედასთან და ჩვილთან ერთად გერმანიას შეაფარა თავი. ადგილობრივმა პოლიციამ სავარაუდო მკვლელები უკვე დააკავა, მაგრამ მოკლულის დედა, მარინა სტეცენკო დღემდე დაკარგულად ითვლება.
რა არის ცნობილი მარგარიტა რაზაზის შესახებ?
მარგარიტა რაზაზი და მისი ოჯახი წარმოშობით კარლოვკადან, პოლტავას რეგიონიდან იყვნენ. მოგვიანებით ხარკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ტკბილეულის თაიგულების ბიზნესი ჰქონდა. გერმანიაში დედასთან ერთად გადავიდა, იმ დროს ოთხი თვის ორსული იყო და თავშესაფარი რაინ-ნეკარის რეგიონში, ლტოლვილთა ცენტრში მიიღო.
გამოძიების დეტალები
27 წლის მარგარეტი 7 მარტს ჰოკენჰაიმში, რაინის კაშხალზე გარდაცვლილი იპოვეს. სასამართლო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ქალი ძალადობით მოკლეს.
პოლიციამ სწრაფად მიაგნო ეჭვმიტანილებს, მათ შორის 43 წლის რუსეთის მოქალაქე ინა და 44 წლის გერმანიის მოქალაქე მარკო. დანაშაულის მოტივის ძირითად ვერსიად ბავშვის გატაცების მცდელობა ითვლება.
ეჭვმიტანილები სანდჰაუზენის გარეუბანში, წყნარ უბანში ცხოვრობდნენ. მეზობლების თქმით, წყვილს სამი ვაჟი ჰყავდა, 8-დან 18 წლამდე. ერთ-ერთმა მეზობელმა გაიხსენა, რომ კაცმა მას ბავშვის ქუდი აჩვენა და უთხრა, რომ მალე ქალიშვილი შეეძინებოდათ, თუმცა ცოლი ორსულად არ ჩანდა.
უკრაინული მედიის ცნობით, მარგარიტა, მისი ქალიშვილი და მარინა სტეცენკო ბოლოს რესტორანში ნახეს, შესაძლოა, ვალდორფელი ქალის გარემოცვაში. ოჯახის ნაცნობმა თქვა, რომ ქალმა უკრაინელ ლტოლვილებს დახმარება შესთავაზა სოციალური ქსელის საშუალებით.
რამპეს 60 პოლიციელისგან შემდგარმა სპეციალურმა გუნდმა მარგარიტას გარდაცვალების საქმეზე, 50-ზე მეტი ჩვენება შეაგროვა.
სად არიან მარგარიტას ბავშვი და დედა?
პოლიცია მარგარიტას დედის ძებნას აგრძელებს, რომელიც ასევე გამქრალია. ზუსტი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, ისიც მოკლულია. მყვინთავები ქალის ცხედარს კაშხალთან მდებარე მდინარეში ეძებენ.
პატარა მია ახლა უსაფრთხოდ არის და სპეციალურ ცენტრშია გადაყვანილი. პროკურატურის ინფორმაციით, ის არ დაშავებულა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). 27 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ცოლ-ქმარმა მოკლა, რადგან მისი ქალიშვილი ეშვილათ – უკრაინელი ლტოლვილის ამბავმა მსოფლიო შეძრა. 21 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/36792-2/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

