თურქეთში, ანკარაში, სამგზავრო ავტობუსი ხიდის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ვარაუდობენ, რომ ანკარა-ესქიშეჰირის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მძღოლის ჩაძინებაა. ანკარის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა.
მისი განმარტებით, მძღოლის ჩაძინების ვარაუდს ამყარებს ის, რომ გზაზე დამუხრუჭების კვალი არაა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). ტრაგედია თურქეთში – ავტობუსში მყოფი 9 ადამიანი დაიღუპა, 27 დაშავდა. 9 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ტრაგედია-თურქეთში-ავტობ/
