ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბაიდენის ოფისი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის ფონზე ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ.

როგორც მედია წერს, ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ეროვნულმა უსაფრთხოების გუნდმა ბაიდენსა და ჰარისს განუცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, როდის განახორციელებენ ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმას ირანი და „ჰეზბოლა“. ბაიდენსა და ჰარისს ასევე უთხრეს ისიც, რომ თავდასხმის სპეციფიკის შესახებ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი.

ამასთან, შეხვედრაზე განხილული იყო ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობის დეესკალაციის შესაძლებლობები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მეშვეობით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს ერაყის ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომლის დროსაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა. წყარომ უსაფრთხოების სამსახურიდან აღნიშნა, რომ ერაყის დასავლეთით მდებარე ბაზისკენ ორი რაკეტა „კატიუშა“ გაუშვეს, რომლებიც ბაზაზე ჩამოვარდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდნენ. 6 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ახლო-აღმოსავლეთში-დაძაბუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi