როიტერი“ – ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ერაყი

ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა ერაყში, ალ-ასადის საჰაერო ბაზაზე განხორციელდა.

„ბაზის პერსონალი აწარმოებს თავდასხმის შემდგომი ზარალის შეფასებას“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“.

ამასთან, წყარომ უსაფრთხოების სამსახურიდან აღნიშნა, რომ ერაყის დასავლეთით მდებარე ბაზისკენ ორი რაკეტა „კატიუშა“ გაუშვეს, რომლებიც ბაზაზე ჩამოვარდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

გასულ კვირაში აშშ-მა ერაყზე დარტყმა განახორციელა. ამერიკული მხარის ცნობით, იერიშის სამიზნე იყვნენ მებრძოლები, რომლებიც დრონების გაშვებას გეგმავდნენ და ამერიკული და კოალიციური ძალებისთვის საფრთხეს ქმნიდნენ.

პარალელურად, შეერთებულ შტატებში ელოდებიან, რომ ირანი და „ჰეზბოლა“ ისრაელზე საპასუხო თავდასხმას უახლოეს საათებში განახორციელებენ.

ცნობისთვის, გასულ კვირას თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაელ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ირანი ისრაელს საპასუხო ზომებით ემუქრება. ამასთან, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში საზღვაო ძალების დამატებითი კრეისერებისა და გამანადგურებლების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, რათა დაიცვან ამერიკული ჯარები და დაეხმარონ ისრაელს ირანის, ასევე მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). როიტერი“ – ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა. 6 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/როიტერი-ერაყში-სამხედრ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi