აშშ-მ და უკრაინამ მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

30 აპრილს ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნას ისახავს მიზნად.

“იმ მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარების ნიშნად, რომელიც ამერიკელმა ხალხმა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას გაუწია, ეს ეკონომიკური პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ და ერთად განახორციელონ ინვესტიციები, რათა ჩვენი საერთო რესურსების, ნიჭისა და შესაძლებლობების დახმარებით უკრაინის ეკონომიკური აღდგენა დააჩქარონ”. – ნათქვამია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.

შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) უკრაინის მთავრობასთან ითანამშრომლებს, რათა საბოლოოდ განისაზღვროს პროგრამის მართვის წესები.

“მდგრადი მშვიდობის მისაღწევად პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით მოხარული ვარ აშშ-სა და უკრაინას შორის დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ გამოვაცხადო, რომლის ფარგლებშიც აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება”. – განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

“როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის ხელი შეუწყოს ამ უსამართლო და დაუნდობელი ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიო გზავნილია რუსეთისთვის, ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს სამშვიდობო პროცესს, რომლის მიზანიც თავისუფალი, სუვერენული და აყვავებული უკრაინაა.” – აღნიშნა ბესენტმა.

მისი თქმით, არცერთ სახელმწიფოს ან პირს, ვინც დააფინანსა ან იარაღი მიაწოდა რუსეთის სამხედრო მანქანას, უკრაინის რეკონსტრუქციიდან სარგებლის მიღების უფლება არ ექნება.

განცხადებაში წერია, რომ აშშ-ს და უკრაინის მთავრობები მოუთმენლად ელიან ეკონომიკური პარტნიორობის ამოქმედებას, რაც როგორც უკრაინელ, ისე ამერიკელ ხალხს მოუტანს სარგებელს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). აშშ-მ და უკრაინამ მინერალებზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 1 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/აშშ-მ-და-უკრაინამ-მინერალ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T18:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi