შუა საუკუნეების ევროპაში არაერთი მმართველი არსებობდა, რომელიც სისასტიკითა და ადამიანების წამებით იყო ცნობილი. მე-16 საუკუნის უნგრეთში ცხოვორბდა ქალი, რომელიც ისტორიაში „სისხლიანი გრაფინიას“ სახელით შევიდა.
დიდგვაროვანი ელიზაბეტ ბატორი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე დაუნდობელი ქალი ისტორიაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან იმქვეყნად 100-დან 600 -მდე ახალგაზრდა ქალი გაისტუმრა, თუმცა საბოლოოდ, ის თავის ოთხ მოსამსახურესთან ერთად მხოლოდ 80 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლდა.
ჩახტიცკის ციხე
გრაფინია 11 წლის ასაკში გათხოვდა- ის უნგრელ დიდგვაროვანს ფერენც ნადაშდის მიათხოვეს, რომელმაც საქორწილო საჩუქრის სახით მეუღლეს ჩახტიცკის ციხე-სიმაგრე უსახსოვრა. საგულისხმოა, რომ ბატორიმ ყველა თავისი სასტიკი მკვლელობა სწორედ ამ ადგილას ჩაიდინა. ბატორიმ მოსამსახურეებზე თავისი პირველი ექსპერიმენტები 25 წლის ასაკში დაიწყო. მან ეკლესიას რამდენიმე თავდახურული კუბო გადასცა, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე ცხედარი ესვენა. ელიზაბეტის მტკიცებით, სასახლეში ჭლექით გარდაცვლილი მსახურები ესვენა.
პასტორმა გრაფინიას უცნაური “გართობის” შესახებ მისივე მსახურებისგან შეიტყო. სწორედ მათ უამბეს მღვდელს საბრალო მოახლის ამბავი, რომელმაც ბატორისგან გაქცევა სცადა და წამებით მოკლეს. მას შემდეგ რაც გრაფინიას 40 წელი შეუსრულდა, მთლიანად “აიწყვიტა.” მისი “გართობები” სულ უფრო დაუნდობელ ხასიათს იღებდა. ის მოახლე გოგონებს აშიშვლებდა, ფრჩხილების ქვეშ ქინძისთავებს ურჭობდა და საკუთარი ხორცის მოჭრას აიძულებდა. მათ ნეშტს კი საკუთარი ციხე – სიმაგრის ქვეშ მარხავდა.
მარადიული ახალგაზრდობის შესანარუნებლად კი სასტიკად მოკლული საკუთარი მოახლეების სისხლის აბაზანებს იღებდა.
“სისხლიანი ლედი” თავისივე ციხე-სიმაგრის ერთ – ერთ ოთახში აღესრულა, სადაც თავად მეფემ დაატყვევა. გარე-სამყაროსთან მას მხოლოდ პატარა ფანჯარა აკავშირებდა, რომელიც მისთვის მხოლოდ საკვებისა და სასმელის მისაწოდებლად გამოიყენებოდა.
მასალის გამოყენების პირობები