10 ყველაზე გარყვნილი ისტორიული ფიგურა მსოფლიო ისტორიაში

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მონარქები და მეფეები, ისევე როგორც მათი მეორე ნახევრები ხშირად განიხილებიან როგორც ღვთისმოსავი, მოკრძალებული და მისაბაძი მაგალითები, თუმცა ეს საზოგადოებაში გავრცელებული საკმაოდ მცდარი წარმოდგენაა. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ 10 უკიდურესად თავაშვებული ისტორიული ფიგურის შესახებ, რომელთა “საგმირო” საქმეებიც ისტორიამ შემოინახა.

მარია ალექსეევნა სალტიკოვა

2023050219035586669-1683445659.jpg

პრინცესა თავისი სილამაზით იყო განთქმული და მამაკაცების ყურადღებასაც უპრობლემოდ იპყრობდა. გენერალ ვასილი სალტიკოვის მეუღლეს ჯარისკაცებთან გართობა განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ ღამით მამაკაცის ტანსაცმელში გადაცმული მარია ალექსეევნა სახლიდან მალულად იპარებოდა და სამხედრო ყაზარმისკენ მიიჩქაროდა. ისტორიკოსების თქმით, მას ურთიერთობა 300-ზე მეტ მამაკაცთან ჰქონდა.

- Advertisement -
Ad imageAd image
ფიდელ კასტრო

2023050219055386669-1683445697.jpg

კუბის რევოლუციის ლიდერი, მთავრობის მეთაური 1959 წლიდან და პრეზიდენტი 1976—2008 წლებში, რომელიც მართავდა კუბას 47 წლის განმავლობაში. ფიდელის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, კუბის დიქტატორი ქალების უსაზღვრო რაოდენობას ხვდებოდა.

თავისი მმართველობის დროს მას ურთიერთობა ათასამდე ქალთან ჰქონდა.

ეკატერინე II დიდი

577128-public-domain-wikimedia-commons-scaled-1683445771.jpg

- Advertisement -
Ad imageAd image

იმპერატრიცა ეკატერინე თავისი მეტისმეტი ვნებიანობით იყო ცნობილი. ახალგაზრდობაში მას თურმე ოცდაათამდე საყვარელიც კი ჰყავდა. თუ იმპერატრიცას მამაკაცი მოეწონებოდა, ის მაშინვე მისი ფავორიტი ხდებოდა. ყველა ახალგაზრდა ეკატერინეს საძინებელში მოხვედრაზე და ახალი სტატუსისა თუ ფულადი ჯილდოს მიღებაზე ოცნებობდა.

კალიგულა

l-intro-1662593352-1683445904.jpg

რომის იმპერატორი, გაიუს იულიუს კეისარი ავგუსტუს გერმანიკუსი, მეტსახელად კი კალიგულა სისასტიკით იყო განთქმული, რომელმაც ხელისუფლებას ინტრიგებითა და ღალატით მიაღწია. ცხოვრებაში ერთადერთი რაც მას უყვარდა – იყო ძალაუფლება და სექსი. ქალებს კალიგულასი ეშინოდათ, ვინაიდან მას საყვარლებისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენება უყვარდა.

ვალერია მესალინა

2023050219115486669-1683446001.jpg

რომის იმპერატორის ცოლი დროს ბევრ მამაკაცთან ერთად ატარებდა. მას იმდენად სიამოვნებდა მამაკაცებთან დროის სასიამოვნოდ გატარების პროცესი რომ ის ბორდელში წასასვლელად და თავისი სურვილების დასაკმაყოფილებლად სასახლეს ხშირად ღამითაც კი ტოვებდა.

ლუი XIV

16774046-1006-1683446043.jpg

ლუი XIV დე ბურბონი უკვე 22 წლის ასაკში გახდა ცნობილი თავისი მრავალრიცხოვანი რომანებით, თუმცა ამ ცხოვრების წესით გადაღლილმა “მეფე მზემ” ოჯახის შექმნა გადაწყვიტა. ხმები დადიოდა, რომ ლუი მეუღლეს დაქორწინების შემდეგაც ღალატობდა და დროდადრო ბორდელშიც დადიოდა. იხილეთ სრულად

ასევე ნახეთ:

ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

მადამ კლიკო — ქალი, რომელმაც დღევანდელი შამპანური შექმნა

„პირადად ჰყავდა ნაწამები და მოკლული 38 ადამიანი…“ – ყველაზე სასტიკი „ბარონესას“ დანაშაულები და მკაცრი განაჩენი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 10 ყველაზე გარყვნილი ისტორიული ფიგურა მსოფლიო ისტორიაში. 2 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/10-ყველაზე-გარყვნილი-ისტორ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi