“სისხლიანი გრაფინია”- ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი მსოფლიოს ისტორიაში

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
სისხლიანი გრაფინია

შუა საუკუნეების ევროპაში არაერთი მმართველი არსებობდა, რომელიც სისასტიკითა და ადამიანების წამებით იყო ცნობილი. მე-16 საუკუნის უნგრეთში ცხოვორბდა ქალი, რომელიც ისტორიაში „სისხლიანი გრაფინიას“ სახელით შევიდა.

დიდგვაროვანი ელიზაბეტ ბატორი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე დაუნდობელი ქალი ისტორიაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან იმქვეყნად 100-დან 600 -მდე ახალგაზრდა ქალი გაისტუმრა, თუმცა საბოლოოდ, ის თავის ოთხ მოსამსახურესთან ერთად მხოლოდ 80 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლდა.

ჩახტიცკის ციხე

გრაფინია 11 წლის ასაკში გათხოვდა- ის უნგრელ დიდგვაროვანს ფერენც ნადაშდის მიათხოვეს, რომელმაც საქორწილო საჩუქრის სახით მეუღლეს ჩახტიცკის ციხე-სიმაგრე უსახსოვრა. საგულისხმოა, რომ ბატორიმ ყველა თავისი სასტიკი მკვლელობა სწორედ ამ ადგილას ჩაიდინა. ბატორიმ მოსამსახურეებზე თავისი პირველი ექსპერიმენტები 25 წლის ასაკში დაიწყო. მან ეკლესიას რამდენიმე თავდახურული კუბო გადასცა, რომელშიც ერთდროულად რამდენიმე ცხედარი ესვენა. ელიზაბეტის მტკიცებით, სასახლეში ჭლექით გარდაცვლილი მსახურები ესვენა.

- Advertisement -
Ad imageAd image

პასტორმა გრაფინიას უცნაური “გართობის” შესახებ მისივე მსახურებისგან შეიტყო. სწორედ მათ უამბეს მღვდელს საბრალო მოახლის ამბავი, რომელმაც ბატორისგან გაქცევა სცადა და წამებით მოკლეს. მას შემდეგ რაც გრაფინიას 40 წელი შეუსრულდა, მთლიანად “აიწყვიტა.” მისი “გართობები” სულ უფრო დაუნდობელ ხასიათს იღებდა. ის მოახლე გოგონებს აშიშვლებდა, ფრჩხილების ქვეშ ქინძისთავებს ურჭობდა და საკუთარი ხორცის მოჭრას აიძულებდა. მათ ნეშტს კი საკუთარი ციხე – სიმაგრის ქვეშ მარხავდა.

მარადიული ახალგაზრდობის შესანარუნებლად კი სასტიკად მოკლული საკუთარი მოახლეების სისხლის აბაზანებს იღებდა.

“სისხლიანი ლედი” თავისივე ციხე-სიმაგრის ერთ – ერთ ოთახში აღესრულა, სადაც თავად მეფემ დაატყვევა. გარე-სამყაროსთან მას მხოლოდ პატარა ფანჯარა აკავშირებდა, რომელიც მისთვის მხოლოდ საკვებისა და სასმელის მისაწოდებლად გამოიყენებოდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “სისხლიანი გრაფინია”- ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ქალი მსოფლიოს ისტორიაში. 30 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სისხლიანი-გრაფინია-ყველ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

CRM Manager

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Ведущий UA менеджер (Meta)

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Media Buyer FB / iGaming

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Game Designer – Playables (Intern)

თბილისი · მარკეტინგი / PR

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T23:41:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi