ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაკახა კალაძის მიმართვა თბილისელებს

კახა კალაძის მიმართვა თბილისელებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახლად რეაბილიტირებული ვერის პარკიდან დედაქალაქის მცხოვრებლებს წინასაარჩევნოდ მიმართა.

მანვე შეახსენა თანამოქალაქეებს, რომ ოთხ ოქტომბერს, ქვეყნის და დედაქალაქის უკეთესი მომავლისთვის ერთ-ერთ გარდამტეხ დღეს, მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელის მხარდაჭერა.

„მოგესალმებით მეგობრებო,
მივესალმები ჩემს თბილისს და თბილისელებს!

ადგილი სადაც ახლა ვიმყოფები, მდებარეობს თბილისის ისტორიული პარკში, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი უძველეს და მნიშვნელოვან რეკრეაციული სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც სულ ახლახან დავასრულეთ და დღეს ასე ლამაზად გამოიყურება.

ასე გამოიყურება ზრუნვა, პატივისცემა და რაც მთავარია, სიყვარული თბილისისა და თბილისელების მიმართ.

სიყვარულია ის, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს, რამაც შექმნა გასაოცარი თბილისური ისტორიები, სხვადასხვა რელიგიის, ეთნოსის, კულტურის მქონე ხალხის თანაცხოვრების მაგალითები უჩვენა მსოფლიოს, თბილისური ურთიერთობები ტრადიციად აქცია, შესაძლებელი გახადა თბილისის ქუჩებში ისტორია მომავალს შეხვდეს, საუკუნეებგამოვლილ ქალაქს მარად ახალგაზრდული სული შთაბერა.

მაგრამ სიყვარული მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ისტორიები არ არის – ეს არის ყოველდღიური ძალისხმევა, დაუღალავი შრომა, მუდმივი ზრუნვა და მოფრთხილება; ეს არის განახლებული გამზირები და ქუჩები, გაცოცხლებული ისტორიული უბნები, ახალი პარკები, რეაბილიტირებული ბაღები და სკვერები, თანამედროვე ბაგა-ბაღები, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ათწლეულობით დაგროვებულ პრობლემებზე თვალის გასწორება და მათთან შეჭიდება; ეს არის სიხარული, რომელიც მოაქვს საკუთარი თანამოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას, კონკრეტული ოჯახების გაბედნიერებას; ეს არის ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა, უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვა…

დიახ, სიყვარულს, რასაც მე და ჩემი გუნდი ამ ქალაქის წინაშე ვგრძნობთ, კონკრეტული ადამიანების, კონკრეტული ქუჩების და უბნების სახელები ჰქვია, ყველა იმ განხორციელებული პროგრამის, პროექტის, რეფორმის სახელი ქვია, რომელმაც სასიკეთოდ შეცვალა თბილისი.

ჩვენ ბევრი გვაქვს სალაპარაკო თბილისზე, რადგან ბოლო რვა წლის მანძილზე წარმატებით გავიარეთ საკმაოდ რთული გზა საიმისოდ, რომ დღეს თამამად ჩაგვეხედა თქვენთვის თვალებში და არ მოგვრიდებოდა თქვენთან საუბრის.

როგორც თბილისის მერს, მეამაყება გავლილი გზა, რომელმაც უკვე დაატყო მკაფიო კვალი თბილისს და დღეს, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, თავს უფლებას ვაძლევ, გესაუბროთ არა ბუნდოვან დაპირებებზე, არამედ მკაფიო სამოქმედო გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც თქვენთან ერთად ვაპირებ.

  პოსტი ნახა მილიონზე მეტმა ადამიანმა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება დროულად და პირდაპირ არის ინფორმირებული - ჯანდაცვის უწყებებიც უკვე ოფიციალურად აფრთხილებენ მოსახლეობას

ამ ქალაქის მომავალი ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ, შეუძლებელია ერთმა ადამიანმა, ვინც გინდა იყოს ის, აიღოს ამხელა პასუხისმგებლობა.

თქვენი მხარდაჭერა სასიცოცხლოდ სჭირდება თბილისს, უნდა გაგრძელდეს ყველა ის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ, ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში არსებული პრობლემებს საბოლოოდ დაძლევს.

სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვინც ამ გამოწვევებს გაუმკლავდება, არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”.

მეგობრებო, 4 ოქტომბერი მორიგი გარდამტეხი თარიღია ქვეყნის და დედაქალაქის ცხოვრებაში- გარდამტეხი უკეთესი მომავლისთვის, ისეთი თბილისისთვის, სადაც ცხოვრება ყველასთვის იქნება ღირსეული და საამაყო.

მჯერა, 4 ოქტომბერს მესამედ ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთად ავაშენებთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის უკეთეს მომავალს.

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.