ხშირია შემთხვევები, როდესაც სიზმრად გარდაცვლილი ადამიანები მოდიან. ზოგიერთს ეს კარგად აქვს დაცდილი, ზოგსაც პირიქით. რა შემთხვევაში მოდიან გარდაცვლილი ადამიანები ჩვენს სიზმრებში და გაცნობიერების შემთხვევაში, როგორ უნდა მოვიქცეთ, ამის შესახებ ტაროლოგი ნინუშკა ლისენკო საუბრობს.
„ძილის დროს, შეგვიძლია დავინახოთ გარდაცვლილები, რომლებიც მოდიან ჩვენთან, ეს არის რეალობა. უბრალოდ ადამიანი სიფხიზლის დროს, ჩვეულებრივ მდგომარეობაში არის ჩაკეტილი, ყველას არ შეუძლია დაინახოს სულები, რომლებიც ჯერ არსად წასულან და კიდევ აქ ვიჭერთ. თვალები არ ყველაფერს ვერ დაინახავს, ტვინით ვხედავთ… თვალები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვა განზომილებები დავინახოთ…
როდესაც გვძინავს, ჩვენი სული ხშირად ჩვენს სხეულს ტოვებს და იმ კვანტურ განზომილებებში გადადის, სადაც არიან ეს გარდაცვლილები. რა თქმა უნდა, შენ მკვდარი არ ხარ, მაგრამ მათ ხედავ. ეს არის ის განზომილება, სადაც სულები არიან, რომლებმაც რეინკარნაცია ჯერ არ განიცადეს. როდესაც ადამიანი კვდება და მოდის სიზმარში, დიდი ალბათობით, ვიღაც არ უშვებს, ან კიდევ, აქ მისიები ბოლომდე არ აქვს დასრულებული და აქაურობას ვერ ტოვებს. ან სურს, რომ ინფორმაცია მოგაწოდოს, გაგაფრთხილოს… ნახეთ სრულად
მასალის გამოყენების პირობები