თბილისის მეტროს ვაგონების განახლება იგეგმება – ჯამური ღირებულება 205 მილიონი ევროა
თბილისის მეტროს ვაგონების განახლება იგეგმება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, ამ მიმართულებაზე 2026 წელს 100 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.
პროექტის ფარგლებში იგეგმება 111 მეტროს ვაგონის ჩანაცვლება, ჯამში საუბარია 25 ერთეულ მატარებელზე, საიდანაც 14 ოთხვაგონიანი და 11 ხუთვაგონიანი იქნება.
„მეტროს პირველ ხაზს მოემსახურება 5 ვაგონიანი მატარებელი რაც, მგზავრთა მომსახურებას გაზრდის 25%; შემცირდება ვიბრაციის და ხმაურის დონე, რაც შესაბამისობაში მოვა ევროპულ სტანდარტთან; შემცირდება ენერგო მოხმარება; ვაგონები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით ეტლით მოსარგებლეები თვითონ შეძლებენ ვაგონში უსაფრთხოდ შესვლას და მგზავრობას; ახალი მეტროს ვაგონები აღჭურვილი იქნება ჰაერის კონდიცირების სისტემით, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით უზრუნველყოფს შიდა ტემპერატურის სრულ კონტროლს“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პირველად ვერსიაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სესხით ხორციელდება. კერძოდ, პროექტში სესხის მოცულობა 125 მლნ ევროა, ჯამში მეტროს მოდერნიზაცია კი 205 მილიონი ევრო ჯდება. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). თბილისის მეტროს ვაგონების განახლება იგეგმება – ჯამური ღირებულება 205 მილიონი ევროა. 20 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-მეტროს-ვაგონებ-3/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T20:42:01+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.





