თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Web of Science-ის” ბაზაში ინდექსირებული კიდევ ერთი სამეცნიერო ჟურნალის გამომცემელი გახდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Web of Science-ის” ბაზაში ინდექსირებული კიდევ ერთი სამეცნიერო ჟურნალის გამომცემელი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს მასშტაბით სოციალურ მეცნიერებებში პირველი ,,Web of Science-ის” ბაზაში ინდექსირებული იმპაქტფაქტორის მქონე ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალი თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოცემაა.

„ევროპული ტრანსფორმაციის კვლევების ჟურნალი“ (European Journal of Transformation Studies) გამოირჩევა მაღალი დონის საერთაშორისო ავტორებით და მრავალეროვნული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობით. ჟურნალი განიხილავს ისეთ მრავალფეროვან და მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გლობალური კრიზისები, კონფლიქტები, განათლება, საერთაშორისო პოლიტიკა, სამოქალაქო აქტივიზმი, პოლიტიკური ინსტიტუტები და სხვა.

ჟურნალი 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად უწყობს ხელს ინტერდისციპლინური დიალოგის გაღრმავებას. მისი სარედაქციო საქმიანობა დაფუძნებულია მთლიანად საზოგადოებრივ საფუძველზე — რედაქტორებისა და რეცენზენტების თავდადებულ შრომაზე. წლების განმავლობაში ჟურნალი გახდა პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს სხვადასხვა ქვეყნიდან და უწყობს ხელს აკადემიური აზრის გაცვლას.

- Advertisement -
Ad imageAd image

„ევროპული ტრანსფორმაციის კვლევების ჟურნალის“ საერთაშორისო მნიშვნელობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს ევროპის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა მონაცემთა ბაზაში (ERIH Plus) აისახა, ხოლო 2017 წელს შევიდა Web of Science-ის Emerging Sources Citation Index-ში. ეს მიღწევები წარმოადგენს ჟურნალის სანდოობისა და აკადემიური ხარისხის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.

ჟურნალის გამოცემაში თსუ-ის პარტნიორია გდანსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი), წმ. კირილეს და მეთოდეს უნივერსიტეტი ტრნავაში (სლოვაკეთი) და ევროპის პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტი (პოლონეთი).

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „Web of Science-ის” ბაზაში ინდექსირებული კიდევ ერთი სამეცნიერო ჟურნალის გამომცემელი გახდა. 5 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-სახელმწიფო-უნივ/

  რაჭაში რთველი დაიწყო – უკვე გადამუშავებულია 120 ტონა ყურძენი
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi