დედოფლისწყაროს ორ საჯარო სკოლაში ჩუტყვავილასა და მუნის შემთხვევები დაფიქსირდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

დედოფლისწყაროს ორ საჯარო სკოლაში ჩუტყვავილასა და მუნის შემთხვევები დაფიქსირდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის, ლალი ალადაშვილის ინფორმაციით, მუნით ერთი ოჯახის ორი წევრია დაავადებული, მესამე კი ცალკეული შემთხვევაა.

ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ სკოლების ექიმებმა საკლასო ოთახებში დეზინფექცია ჩაატარეს. პარალელურად, მიმდინარეობს მოსწავლეების მონიტორინგი.

“მოვუწოდებ სკოლების, ბაღებისა და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს, დაიცვან ჰიგიენური წესები და სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს“,-განაცხადა ლალი ალადაშვილმა.

ჩუტყვავილა გასულ წელს სოფელ ზემო მაჩხაანშიც გამოვლინდა. რაც შეეხება მუნს, ეპიდემიოლოგის თქმით, წინა თვეებში შემთხვევები თბილისის სკოლებშიც დაფიქსირდა და არსებობდა მისი ფართოდ გავრცელების მოლოდინი.

ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა. ახასიათებს სიცხე, ქავილი და კანზე სითხით სავსე ბუშტუკოვანი გამონაყარი.მუნი კი კანის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს კანში ჩაბუდებული მიკროსკოპული ტკიპა. ახასიათებს ძლიერი ქავილი, განსაკუთრებით ღამით.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). დედოფლისწყაროს ორ საჯარო სკოლაში ჩუტყვავილასა და მუნის შემთხვევები დაფიქსირდა. 18 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/დედოფლისწყაროს-ორ-საჯარო/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Start a blog to reach your creative peak

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
How to choose the right customer for you

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Helping a local business reinvent itself

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Travelling as a way of self discovery and progress

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Where to grow your business as a photographer

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
Starting your traveling blog with Vasco

ბათუმი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: აჭარის დასაქმების სააგენტო
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-18T18:59:08+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi