„ჩემს ვიდეოს ერთ დღეში მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ…“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

მიშა მესხი ჟურნალ „თბილისელებთან“ იმ ვიდეოს შესახებ საუბრობს, სადაც საზოგადოებას მიმართავდა, თუ შვილის ყოლას გადაწყვეტდა, ეკითხა თუ არა მისი სახელი ევროკავშირისა და ამერიკისთვის:

„იმ ვიდეოში ევროპასა და ამერიკასთან დაკავშირებით ვხუმრობდი. სინამდვილეში, მე და სოფო ბავშვს არ ველოდებით. ბოლო პერიოდში ადამიანები მოგვიწოდებდნენ, სანამ რამეს გადავწყვეტთ, ჯერ ევროპასა და ამერიკას ვკითხოთო. მე ეს არ მომწონს. თურმე, მეზობელს უნდა შევუთანხმდე, ქორწილში წავალ, დაბადების დღეზე, ჩემს ცოლს კონცერტზე გავუშვებ სამღერლად თუ არა და ა.შ.

ეს კითხვა ცინიკურად კი არ დავსვი, უბრალოდ, მაინტერესებდა, ანუ ბავშვის გაჩენა რომ მინდოდეს, სახელი ევროპას შევეკითხო თუ ამერიკას-მეთქი. იუმორით ვიკითხე, ეს ვიდეო აიღეს, დაამახინჯეს და დაიწყეს შეურაცხყოფის მოყენება. ერთ დღეში, ერთ-ერთ გვერდზე მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ. ეს საერთოდ ვინ არისო, კითხულობდნენ…“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ჩემს ვიდეოს ერთ დღეში მილიონ-ნახევარი ნახვა და 13 000 კომენტარი ჰქონდა. რომ ჰკითხოთ, არ იციან, ვინ ვარ და არ აინტერესებთ…“. 19 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემს-ვიდეოს-ერთ-დღეში-მი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi