ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეზე: „არავინ დამდგომია ისე გვერდში, როგორც ის… თავისი კარიერა ჩემსას მსხვერპლად შესწირა…“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ნიტა რაჭველიშვილი მეუღლის, ოთარ მაისურაძის შესახებ საუბრობს და ხაზს უსვამს, თუ როგორ დაუდგა იგი მისთვის მძიმე პერიოდში გვერდზე:

„ჩემი მეუღლე არის უაღრესად პატრიოტი, ძალიან ჭკვიანი და გულწრფელი ადამიანია, რაც მე ვიტყოდი, არის საოცარი მამა და უტკბილესი მეუღლე. მას ისე შეუძლია გვერდში დგომა… არავინ დამდგომია გვერდით ისე, როგორც ის. ყოველთვის იცის, შინაგანად თავს როგორ ვგრძნობ, იცის, როგორ დამეხმაროს, რაც მთავარია. ჩემი წარმატება, ბოლო 8 წელიწადში, მხოლოდ მას ეძღვნება. იყო მომენტები, როცა ვიღლებოდი, აღარ მინდოდა, არ შემეძლო. ის იყო ძალა, რომელიც ამიყვანდა, მატარებდა, სანამ არ დავისვენებდი და სანამ ბრძოლის სურვილი არ გამიჩნდებოდა… ძალიან გამიმართლა, ვამბობ, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ… საოცარი მუსიკოსია თვითონაც, მსხვერპლად შესწირა ჩემს კარიერას თავისი კარიერა…“

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ანიტა რაჭველიშვილი მეუღლეზე: „არავინ დამდგომია ისე გვერდში, როგორც ის… თავისი კარიერა ჩემსას მსხვერპლად შესწირა…“. 19 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ანიტა-რაჭველიშვილი-მეუღლ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi