„ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა“ – რას წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებას სოციალურ ქსელში ეხამურება.

როგორც სეისმოლოგი აღნიშნავს, წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა:

„ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა. 2017 წლიდან დაყრილი 230 000 კუბური მეტრი ნაყარის გატანა და შემდეგ აღდგენა რამდენიმე თვის სამუშაოა.

თუ შემოვლითი გზით გაატარეს, ასევე თვეების სამუშაოა, მუხლჩაუხრელადაც რომ იმუშაონ. ქმედითი გეგმა თუ არსებობს, გაგვაცნონ. სოფლებში მაინც წავიდეს ხალხი, ან დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდეთ. ერთმანეთის სუნი დაგვახრჩობს.“ – წერს თეა გოდოლაძე.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ღმერთმა ქნას ვცდებოდე. იმავე მარშრუტზე წყალსადენი მილის აღდგენა რთული ამოცანაა“ – რას წერს სეისმოლოგი თეა გოდოლაძე. 19 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ღმერთმა-ქნას-ვცდებოდე-ი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi