პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 30 მაისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 30 მაისს

ონკოლოგიური პაციენტები უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრს პეტიციით მიმართავენ, რომლის მიზანია მათთვის გათვალისწინებული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდა და რიგი კვლევების დაფინანსება.

როგორც „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გეგმავენ, რომ დაფინანსების მიზნით პრემიერ – მინისტრთან განაცხადი შეიტანონ, სადაც ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა იქნება დართული.

გვანცა აფხაიძე განმარტავს, რომ მხოლოდ რამდენიმე მედიკამენტი შედის საყოველთაო დაფინანსების პროგრამაში, სრული სპექტრის სიმსივნეების მედიკამენტები კი – არა.

****

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას.

****

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, აშშ-ს ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის სან დიეგოს ვეტერანთა ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორს, დოქტორ ფრენკ პრისონს და არასამთავრობო ორგანიზაციის „სან-დიეგოს ვეტერანთა კოალიციის“ ხელმძღვანელს, რონ სტარკს შეხვდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის, სან-დიეგოში საქართველოს საპატიო კონსულის, მელორი წიფურიას ორგანიზებით შედგა.

****

უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. ეს ასევე მოიცავს რუსეთის შიგნით ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე დარტყმის უფლებას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის საერთაშორისო სამართლის, უკრაინის თავდაცვის უფლების დაცვის საკითხი.

****

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

  ვარდისფერი ყველი - გაიგე, რისი ნიშანია ეს ფერი და რამდენად სახიფათოა

ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში ჩატარდება, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, „რანინას“ კონცერტი გაიმართება.

****

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიება საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

****

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ სომელიეები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი.

ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.

****

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევს ფარულად დართო ნება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენოს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს.

Reuters-ი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება აღნიშნავს ბაიდენის პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც მტკიცე უარს ეუბნებოდა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი