პირველად ისტორიაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს.
სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს ქართველების მწვრთნელის ვილი სანიოლის გვერდით მყოფი მამაკაცი პენალტების სერიის დროს როგორ ლოცულობს. როგორ ირკვევა, ის მთავარი მწვრთნელის ტუნისელი თანაშემწე ადელ ჩედლია.
“გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს ერთ-ერთია: სანიოლის თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლი, პენალტების დროს ლოცულობს საქართველოს გამარჯვებისთვის”, – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
რა არის ცნობილი ადელ ჩედლიზე?
ადელ ჩედლი 1976 წლის 16 სექტემბერს დაიბადა, ტუნისელ ფეხბურთელი თამაშობდა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და ჰქონდა წარმატებული კარიერა, 2021 წლიდან მუშაობს საქართველოს ნაკრებთან.
მისი დებიუტი ზრდასრულთა გუნდში შედგა 1994 წელს, თამაშობდა საფრანგეთის, კერძოდ, “სენტ-ეტიენის” რიგებში, სადაც გაატარა სამი სეზონი, მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატის 33 მატჩში.
მისმა თამაშმა მიიპყრო კლუბ ” სოშოს” სამწვრთნელო შტაბის ყურადღება, შედეგად “სოშოს” 1997 წელს შეუერთდა და მისი მაისურით შვიდი სეზონი ითამაშა.
შემდგომში, 2004 წლიდან 2012 წლამდე თამაშობდა შემდეგ გუნდებში: “ისტრში”, “ნიურნბერგში”, “სიონში”, “ალ-შააბსა” და “ეტუილ დუ საჰელში”.
2012 წელს კასაბლანკას “რაჯას“ შეუერთდა, სადაც გატარებული ერთი სეზონის შემდეგ პროფესიული კარიერა დაასრულა.
ტუნისის ნაკრებში მისი დებიუტი 2003 წელს შედგა. მან ქვეყნის მთავარი გუნდის ფორმით 56 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
2004 წელს, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა “აფრიკის ერთა თასზე”, სადაც გუნდმა ოქროს მედლები მოიგო.
მასალის გამოყენების პირობები