VIDEO: “ასე გავხდი მამა, რომელსაც დაერქვა დედ-მამა…” – გიორგი ყიფშიძის გულახდილი ინტერვიუ

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

მსახიობი გიორგი ყიფშიძე რამდენიმე წლის წინ, ცოლს, ენი გასიევას დაშორდა და მარტოხელა მამა გახდა. მცირეწლოვანი პატარები მასთან ცხოვრობენ და, შესაბამისად, გიორგის რეჟიმიც სწორედ პატარებზეა აწყობილი, თუმცა, ცდილობს, ამის პარალელურად, არც კარიერაზე თქვას უარი და ახალ პროექტებზე მუშაობს.

– როცა მე და ენი დავშორდით, ჩემი ქალიშვილი ლუნა 6 თვის იყო, ხოლო ბიჭი წლინახევრის და ასე გავხდი მამა, რომელსაც დაერქვა დედ-მამა. ორივე საათობრივ კვებაზე იყო, სამსაათიანი რეჟიმი ჰქონდა ერთს, მეორეს ოთხსაათიანი, მე თვითონ ვრეცხავდი სარეცხს, საერთოდ აღარ მრჩებოდა დრო კარიერისთვის და ამიტომ თეატრში გამოვაცხადე, თუ არის მამისთვის შესაძლებელი იქნებ დეკრეტი მომცეთ-მეთქი და გავედი დეკრეტში. მართალია, პატარები იყვნენ, მაგრამ ვგრძნობდი მათგან დიდ მადლიერებას ჩემს მიმართ და ეს დღემდე ასეა, რაც უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს. მე სანამ სახლში არ მივალ არცერთი არ იძინებს და სამივეს ერთად ჩახუტებულებს გვძინავს. პატარა გოგონას მე თვითონ ვვარცხნი თმებს, თავად როგორც მეუბნება ისეთ ვარცხნილობას ვუკეთებ და თუ არ მოვრთე ბაღში ისე არ მიდის.

– ალბათ ძალიან შეცვალეს თქვენი გრაფიკი?

– მთელი ცხოვრება ვიყავი ბუ და ახლა გავხდი ჭოტი. მათ რეჟიმზე გადავეწყვე, დილის 7 საათზე ვიღვიძებ და ბავშვებს ვამზადებ ბაღისთვის. სულ ჩემთან ერთად არიან, თეატრშიც დამყავს ორივე და ისეთი ეპიზოდებიც ყოფილა, როცა სცენაზე ვთამაშობდი, კულისებში გავსულვარ და პამპერსი გამომიცვლია ბავშვისთვის.

- Advertisement -
Ad imageAd image

– რას საქმიანობ ბავშვების აღზრდის პარალელურად?

– ახლა ვმუშაობ ახალი თაობის ტიპებთან ერთად ახალ პროექტზე – ტატოსთან და თათასთან. ეს არის დრამატული ამბების მოყოლა სხეულით. ახალგაზრდებთან აღმოვჩნდი და ჯარს ჰგავს ეს ყველაფერი. დილის რვაზე მივდივართ რეპეტიციაზე და ვცეკვავთ. ჯანსაღად ვიკვებებით რადგან ეს საჭიროა. ნახეთ სრულად

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). VIDEO: “ასე გავხდი მამა, რომელსაც დაერქვა დედ-მამა…” – გიორგი ყიფშიძის გულახდილი ინტერვიუ. 31 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/video-ასე-გავხდი-მამა-რომელსა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi