როგორც ჩანს, კიმ კარდაშიანი შთაგონებას ყოფილი ქმრის, ქანიე ვესტის ახალი ცოლის ბიანკა ცენსორისგან იღებს და ჩაცმის სტილით ჰბაძავს. რეალითი შოუების ვარსკვლავმა “ინსტაგრამზე” ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ შიშველ სხეულზე დიდი ზომის ქურქი აცვია.
კარდაშიანმა ბიანკას ვარცხნილობაც მიბაძა.
რა თქმა უნდა, კიმის ახალ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. გამომწერები აღნიშნავდნენ, რომ 43 წლის მილიარდერი ბიანკას ჰბაძავდა, ბევრმა მას “კიმ ცენსორი” უწოდა.
“კიმ ცენსორი!!! კიმ რას აკეთებ?!?!”, “ის ახლა ბიანკას მსგავსად იქცევა… რატომ ჰბაძავს ქანიეს ახალ ცოლს?” – ვკითხულობთ კომენტარებში.
ტაბლოიდები წერენ, რომ ქანიე ცდილობს, ბიანკა სკანდალური სტილით კიმ კარდაშიანზე უფრო პოპულარული გახადოს. მათივე მტკიცებით, რეპერი ცოლს ასეთი გამომწვევი ტანსაცმლის ჩაცმას “აიძულებდა” და ამაზე ბიანკას ოჯახიც წუხილს გამოთქვამდა.
თუმცა პიარის ექსპერტი ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი წყვილის გეგმის ნაწილია და ისინი უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობენ:
“ქანიე მშვენივრად ხედავს, როგორი შეშფოთებულია ხალხი და ცდილობს, რომ მათგან კიდევ უფრო მეტი რეაქცია მიიღოს. აქ ზღვარი უნდა გავავლოთ მათ შორის, ვისაც სჯერა, რომ ეს ქანიეს კონტროლით ხდება და მათ შორის, ვისაც სჯერა, რომ ეს ქალი თანამონაწილეა და ამ უცნაურ შოუში თვითონაცაა ჩართული. კი, ეს ყველაფერი უცნაურია, მაგრამ ამ სიტუაციას ყველა თვალს ვადევნებთ, მოგვწონს ეს, თუ არა”,- დასძენს ექსპერტი.



QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). კიმ კარდაშიანი ქანიე ვესტის ახალ ცოლს ჰბაძავს და მის მსგავსად იცვამს – ფოტო, რომლის გამოც რეალითი შოუების ვარსკვლავს აკრიტიკებენ. 27 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კიმ-კარდაშიანი-ქანიე-ვეს/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
თბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · IT / ტექნოლოგიები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T13:36:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

