მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 40 ადამიანია დაღუპული.
საკონცერტო დარბაზში სპეცდანიშნულების რაზმი შტურმით შევიდა.
რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული. ცეცხლის ჩაქრობას 320 მეხანძრე 130 ერთეული ტექნიკით ცდილობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სამი ვერტმფრენიც.
„როსგვარდიის“ განცხადებით, „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდამსხმელების ძებნა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, „როსგვარდიის“ დანაყოფები ტერაქტის ადგილზე დამნაშავეებს ეძებენ და შენობიდან მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ.
„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტერაქტად შეაფასა.
უკრაინული მხარე მომხდართან კავშირს უარყოფს. ამასთან, თეთრი სახლშიც განაცხადეს, რომ არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები