„თვალებს ვხუჭავ, არ მინდა დავიჯერო რომ გაზაფხულია“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
0 წუთიანი წაკითხვა

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„გაზაფხულდა და მე კი ვბრაზობ… ვბრაზობ აყვავებულ იებზე, დათოს საყვარელი სახლის ეზო ლურჯად რომ გადააფერადა. ვბრაზობ ტყემლის და ჭერმის თეთრ-ვარდისფრად გადაპენტილ ხეებზე, აივნიდან ღამის სიბნელეში მბზინავი მარგალიტებივით რომ ჩანან და ყველა წუთს მახსენებენ სიცოცხლის არსებობას… მე კი მათ დანახვაზე თვალებს ვხუჭავ, არ მინდა დავიჯერო რომ გაზაფხულია…“, – წერს ია მერებაშვილი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „თვალებს ვხუჭავ, არ მინდა დავიჯერო რომ გაზაფხულია“ – შოვის ტრაგედიისას დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს. 22 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/თვალებს-ვხუჭავ-არ-მინდა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi