რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელობის შემსრულებელი.
მათი ინფორმაციით, დაკავებული 29 წლის უზბეკეთის მოქალაქეა და იგი უკრაინული სპეცსამსახურების მიერ იყო გადაბირებული.
ცნობისთვის, რუსი გენერალი იგორ კირილოვი 17 დეკემბერს მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა. ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მდგარ სკუტერში იყო ჩამონტაჟებული. აფეთქების შედეგად ასევე დაიღუპა იგორ კირილოვის თანაშემწე.
Sheni Network
მოგვიანებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ მოსკოვში რუსი გენერლის, აფეთქება მათი სპეცოპერაციის შედეგია.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. რუსეთში აცხადებენ, რომ დაკავებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელის მკვლელობის შემსრულებელი [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%93%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi

